23.3.2017
saat

All Language

ისლამი

     ისლამი-ეს არის ცხოვრების წესი. ის განსაზღვრავს არა მარტო რწმენის საფუძვლებს, არამედ, ამავე დროს, ადგესნ საზოგადოებასში ქცევის წესებს. ასევე აკონტროლებს თავისი კანონების გამოყენებასა და შესრულებას. როგორც ცნობილია ისლამი ამ ქვეყანაზე ცხოვრებას განიხილავს როგორც მარადიული სიცოცხლის კარიბჭეს, ხოლო სხეულის არსებობა სულის გარეშე შეუძლებელია. ისლამი აძლევს მარადიული სიცოცხლის რწმენას. ისლამის მთავარი მიზანი ყურანში ასეა გამოხატული: `სიკეთე ამ ქვეყანაზე და მარადიულ ცხოვრებაში სურა ბაყარა აიათი 201.


მუჰამმედ ჰამიდულლაჰი

  

ისლამის დოგმატიკა (აყიდა)

     ისლამის თვალსაზრისით, რელიგია არის ადამიანების ცხოვრების წესის მოსაწესრიგებლად, ერთი ღმერთის მიერ დადგენილი რწმენა, რომელიც გვაძლევს ცოდნას ადამიანის გაჩენის მიზნისა და იდუმალი აზრის შესახებ, ასევე გამჩენისადმი თაყვანისცემის შესრულების მეთოდებზე. ის მიმართავს გონიერ ადამიანებს მაღალზნეობრივი, ღვთისნიერი საქმეების შესრულებისკენ, რელიგია ასევე არის ღვთიური კანონი, რომელიც ადამიანებზე გადაცემულია უზენაესი გამჩენის მიერ მისივე შუამავლების მეშვეობით. ეს რწმენა საშუალებას აძლევს კაცობრიობას მოიპოვოს ბედნიერება, როგორც მიწიერ, ასევე მარადიულ ცხოვრებაში.


ა. საიმ ქილავუზი

  

76 დიდი ცოდვა

     იმედი გვაქვს, რომ წიგნი, რომელიც დაწვრილებით აღწერს დიდ ცოდვებს, სარგებელს მოიტანს. დაე, ალლაჰმა, თავისი წყალობით, ცოდვებისგან დაგვიფაროს. ყურანში უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: `თუ გაემიჯნებით მძიმე ცოდვებს, რაც გეკრძალებათ, მო¬გიტევებთ ჩვენ ცოდვებსა თქვენსას და ღირსეულ შესასვლელში შეგიყვანთ თქვენ! (სურა ნისა, აიათი 31)


იმამი ზაჰაბი

  

სკოლამდელი აღსაზრდელთათვის ფასეულობათა სწავლება და აქტივობათა ნიმუშები

     თითოეული ჩვენგანის ინდივიდუალური ვალია გადავცეთ და ავუხსნათ საზოგადოების ნებისმიერ ფენას უკეთილშობილესი მუჰამმედ შუამავლის პრაკტიკაში გატარებული წმინდა ყურანისეული მორალი და ფასეულობები. ვინაიდან დღეს, როცა სულიერი ფასეულობები თანდათან დაიკარგა და საზოგადოება მატერიალური მოთხვნილებების მორჩილად იქცა, გაჭირვებულთა და დავრდომილთა ხმა ძალიან ცოტა ვინმეს თუ ესმის. ათასობით ასეთი ადამიანის დახმარების ძახილი ზეცას აყრუებს და თუკი ძალგვიძს, ვალდებული ვართ დახმარების ხელი გავუწოდოთ ყველა იმას, ვისაც ასეთ არასახარბიელო ვითარებაში ვხედავთ. თუკი დღეს ყურებს დავიხშობთ და მუჰამმედ შუამავლის მიმდევართ დახმარების ხელს არ გავუწვდით, ხვალ ჩვენი შვილებისა თუ შვილიშვილების დასახმარებლად ვინ გაირჯება, ან ვინ დადგება მათ დასაცავად და ვინ მოუსმენს მათ ძახილს?! თქვენს ხელთ არსებული წიგნი, მომავალი თაობისთვის სწორედ აღნიშნული პრობლემების წინ აღსადგომად გაწვდილი ხელია, რომელიც მათ რწმენას დაიცავს, ღვთისმსახურებას არ დააშორებს და სულიერი სიბნელისგან გადაარჩენს. ეს წიგნი - „სკოლამდელი აღსაზრდელებისთვის ფასეულობათა სწავლება“ აღმზრდელი პედაგოგებისა და მშობლებისთვის საუკეთესო ნაშრომია.


ნიგარ ბუშრა ბაჰჩეჯი

  

ბედნიერი ეპოქის ადამიანები

     ასრი-საადათი-ბედნიერებისა და სიმშ¬ვიდის ეპოქაა, როდესაც მორწმუნეებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს რწმენის ღრმა განცდა. ეს ის დროა, როდესაც მთელი კაცო¬ბრიობისათვის ჭეშმარიტი გზის სახელმძღ¬ვანელო, წმინდა ყურანი იქნა გარდმოვლე¬ნილი. ეს ის პერიოდია, რომელშიც უზენაესი ალლაჰის შუამავალი და მისი თანამიმდევრე¬ბი ცხოვრობდნენ. რომლებმაც მსოფლიოში ისლამი გაავრცელეს და მაღალზნეობრივი საზოგადოება ააშენეს. ეს ხალხი გახდა ადა¬მიანთა საუკეთესო თვისებების, სიკეთისა და მოწიფულობის მაგალითი.


ოსმან ნური თოფბაში

  

შუამავალთა ჯაჭვი - 1

     წმინდა მუჰამმედის (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) შუამავლობა, მტკიცებულებაა იმისა, რომ ყველა ადრინდელი შუამავალი ერთღმერთიანობას ქადაგებდა, თითოეული შუამავლის ღვთიური მოვალეობა, ადამიანების გაფრთხილება, გულების გამოფხიზლება, ხალხის ღვთისმსახურებისკენ წახალისება და აშკარად ცოდვის ჩამდენთაგან თავის შორს დაჭერისკენ მოწოდება იყო. ყველაფერ ამის შედეგად კი, მონა-მსახურებმა შუამავლების მიერ გადატანილი სიძნელეები უნდა წარმოიდგინონ, რათა მოთმინება ისწავლონ და ღმერთს მოცემული წყალობისთვის მადლობა გადაუხადონ. ჩვენს მიერ შედგენილი ეს ნაწარმოები, შუამავლობის კალენდრის პირველიდან ბოლო ფურცლამდე, ყურანში ნახსენები ყველა შუამავლის, ცხოვრებისეულ სიბრძნესა და საოცრებებს მოიცავს.


ოსმან ნური თოფბაში

  

ისლამში ოჯახური პედაგოგიკა

     ამ წიგნის პირველი თავი ოჯახურ ურთიერთობებს მივუძღვენი, მეორე - დისციპლინას ოჯახში და ბავშვის სულიერ აღზრდას. მესამე თავში კი შევეცადე განმეხილა დადებითი და უარყოფითი ქცევების ძირითადი მაგალითები, ხაზს ვუსვამდი რა ადამიანებს შორის ურთიერთობების საჭიროებასა და მნიშვნელობას.


ქემალედდინ ერდილ

  

ლოცვის მასწავლებელი

     რწმენის საგანძური უმნიშვნელოვანესი და აუცილებელია ყოველი ადამიანისთვის. თუმცა მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. მუდმივად საჭიროა ღვთისმსახურებით რწმენის განმტკიცება. ვინაიდან ღვთისმსახურების გარეშე რწმენა ღიად დარჩენილ ანთებულ ლამპარს ჰგავს, რომელსაც მცირედ მონაბერი ნიავიც კი იოლად ჩააქრობს. წიგნი `ლოცვის მასწავლებელი` აუცილებელია იყოს ყველა მუსლიმის ოჯახში. ვინაიდან ამ წიგნში დაწვრილებით არის განმარტებული განწმენდისა და ლოცვის შესრულების თანმიმდევრობა. სწორედ ეს არის, რაც მორწმუნესა და ურწმუნოს შორის განსხვავებას წარმოაჩენს.


ასიმ უისალ

  

  1. Page :
  2. |
  3. 1
  4. |
  5. 2
  6. |
  7. 3
  8. |
  9. 4
STATISTICS :    Total number of languages : 50    Total number of materials : 1.288    Total number of downloads : 727.837      ALL STATISTIC 

Coded by Gümüş Kelebek